ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პაატა სალიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არხის ფინანსური მდგომარეობა გახდა. პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიას ზარალი გვარამიას მიერ მიზანმიმართულად მიადგა.
“სადმე არ შემხვდეს თორემ დავაყრევინებ ყველა კბილს, არ ვიცი რამდენი აქვს მისი პატრონივით 36 თუ მეტი. სასამართლო წესით აბსოლუტურად ყველაფერს წავართმევ რაც გააჩნია, ვპირდები მას. რაც არ უნდა შეიტანოს რა კვლევა და რა საბუთი შე, მართლა ჩვარო, კონტრაქტების სასწავლებლად კი არ ვიყავი შენსავით მივლენილი რუსთავი 2-ში. 7 წელი ამ ქვეყნის მთავარ კომპანიას ვამუშავებდი, რომელსაც ყველა ებრძოდა, შე ჩვარო და არარაობავ. მე არანაირი ვალდებულება 36-კბილა ქიბარ ხალვაშთან და მის ჩვარ პაატა სალიასთან არ მაქვს. ვის წინაშწეც მქონდა ვალდებულება იმათმა მომიწონეს საქმიანობა და თან არაერთხელ..
შენ პირადად, პაატა სალია, შენი სახელით და გვარით, დახურე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ამიტომ აგეხევა სახე, აუცილებლად, გპირდები, ჩემგანაც პირადად და ქართული საზოგადოებისგანაც, ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ. ეს ჩვარი, რომ რუსთავი 2-ის ბოლო დირექტორია, ეს არიას სამარცხვინო, კატასტროფა, რომელიც სამწუხაროდ, მოგვიწყო ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.