სადმე სხვაგან, საბანკეტო დარბაზში რომ გვეხილა გავრილოვი ასეთი მძიმე რეაქცია არ იქნებოდა-ივანე მაჭავარიანი


“სადმე სხვაგან, საბანკეტო დარბაზში რომ გვეხილა იგივე გავრილოვი ბერძენ კოლეგასთან ერთად სუფრის თავში, ასეთი მძიმე რეაქცია არ იქნებოდა,” -ეს განცხადება  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა და  რითაც გამოეხმაურა 20 ივნისის ღამის მოვლენები შეაფასა.  

„ არავინ დაობს, რომ რუსი დეპუტატის ხილვა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არ იყო სასიამოვნო. ვიცით, რომ ამ დარბაზს, კონკრეტულად ამ სავარძელს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მგონია, რომ სადმე სხვაგან, საბანკეტო დარბაზში რომ გვეხილა იგივე გავრილოვი ბერძენ კოლეგასთან ერთად სუფრის თავში, ასეთი მძიმე რეაქცია არ იქნებოდა.

თუმცა პროპორციის განცდა მაშინვე დაირღვა, როდესაც ამის საპასუხოდ 3 საათის განმავლობაში ხდებოდა პარლამენტის შტურმი. თუ ვლაპარაკობთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელია სიმბოლო და ის შენობაა სიმბოლო, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ შენობის შტურმი ქვეყანაში გადატრიალების ან/და რევოლუციის სიმბოლოა. შესაბამისად, რევოლუციის და გადატრიალების მოწყობა პროპორციულია? მე მგონი, ჯერ ამ დისპროპორციაზე უნდა დავიწყოთ საუბარი.

პრაქტიკულად, რამდენიმე წუთში მოხდა ამ ინციდენტის განეიტრალება და ეს იოლი რამე ნუ გგონიათ. 25 -მდე ქვეყანა იყო და ისინიც გაგებით მოეკიდნენ ამ სხდომის ჩაშლას და მალევე დატოვეს დარბაზი. ეს საკმარისზე მეტი რეაქცია იყო, რაც შეიძლება პირველივე წუთებში მომხდარიყო. შესაბამისად იმის საფუძელი, რომ პარლამენტი შტურმით აეღოთ, არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, შსს და სუს-მა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც გამოიყენეს ძალა. ახლა ამის შემდგომ შეიძლება საუბარი ამ ძალის გამოყენების პროპორციულობაზე. ათვლის წერტილი, როდესაც პროპორციის განცდამ არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს, არამედ მთელ ერს დააღალატა, სხვაგან იწყება,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.