მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო იურიდიული კომპანია დენტოსის სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს. საერთაშორისო კომპანიის დასკვნის მიხედვით თიბისი ბანკის მიერ 2008 წელს შპს სამგორი M-სა და შპს სამგორი თრეიდზე გაცემული სესხები, არ მოდიოდა წინააღმდეგობაში ქვეყანაში მაშინ მოქმედ კანონმდებლობასთან.
საუბარია 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თიბისის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან ჩამოშორება მოითხოვა, ხოლო პროკურატურამ დაასკვნა, რომ სახეზეა ფულის გათეთრების ნიშნები. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით 2008 წელსბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებმა თიბისი ბანკისგან საბრუნავი სახსრების შესავსებად 17 მილიონი დოლარის სესხი აიღეს, ეს ფული კი იმავე დღეს სესხის სახით გაიცა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე – როგორც ფიზიკურ პირებზე. მოგვიანებით წერეთლის კომპანიები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლდა, თუმცა ბანკს თანხა დღემდე არ დაბრუნებია. ხაზარაძე ამბობს, რომ ეს ტრანზაქციები თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო აუდიტმაც შეამოწმა, თუმცა საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ. ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ მათი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ მაშინ, როცა ასე ახლოს არიან ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.
ხაზარაძის საიდუმლო წერილი თიბისი ბანკის თანამშრომლებს
თიბისის მფლობელები ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას გამორიცხავენ
ცოტა მაშფოთებს ერთ-ერთი სტრუქტურის სახალხო განცხადება – ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე: არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, ჩვენი პატიოსნება არის თქვენ წინ
რატომ დაიწყო გამოძიება, პასუხი არ გვაქვს – ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე: თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის ნაწილი, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებას














