ქართული ოცნების ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სწორი გადაწყვეტილების ნაკლებობა აქვს.
“კარგია, რომ ჩადიან; კარგია რომ კომუნიკაციაა, მაგრამ ახსნის ნაკლებობა კი არ არის, არის სწორი გადაწყვეტილებების ნაკლებობა”, – აცხადებს ჩუგოშვილი.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები არ არიან ინფორმაციულ ვაკუუმში, როგორც ქართული ოცნების წევრები ცდილობენ, წარმოაჩინონ.
,,თუ სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, გამოხმაურება დარჩება იგივე, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა სწორი ნაბიჯები, სწორი გადაწყვეტილებები”,- განაცხადა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა და პროკურატურა.