მთავარი პროკურორის უნივერსიტეტელი გამოჩნდა – ხვიჩა ყალაბეგაშვილი,სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ის სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელშიც თადუმაძე
“მე ვსწავლობდი იმ უნივერსიტეტში პროკურორი თუ მოსამართლე თუ რაც არი, რომ სწავლობდა ,,ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში” რიმელიც სკოლაში იყო გახსნილი, 62-ე სკოლაში, მოსწავლეები რომ ამთავრებდნენ ჩვენ შევდიოდით. გამოცდებზე რომ მივედი რექტორი გადაირია სწავლა სექტემბერში იწყება და მაშინ მოდიო. არაფერს, საერთოდ არაფერს მანდ არ ასწავლიდნენ 300 დოლარს იხდიდი დიპლომი მოგქონდა. ერთ წელიწადში წამოვედი. მეეჭვება როდისმე სხვა ვითარება ყოფილიყო”- წერს ყალაბეგაშვილი.
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიიდ გამოხმაურება მოჰყვა. ხვიჩა ყალაბეგაშვილმა ასევე დააზუსტა, რომ სასწავლებელში სულ რამდენიმე სტუდენტი სწავლობდა.