საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირიდან ერთი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირიდან ერთი თავისუფალია. სასამართლომ  ლაშა ჩაფიძეს პატიმრობა 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.  ვახტანგ ჯაყელი, ირაკლი ხუჭუა და ნიკა დაოშვილი კი პატიმრობაში დატოვა.

„ბრალდების მხარე დაეთანხმა ერთ-ერთი ბრალდებულის გათავისუფლებას, ვინაიდან მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და გარდა ამისა, სამივე არის წარსულში ნასამართლევი,“- განაცხადა საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ.

სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე ფეხბურთელები მაისში დააკავა.