საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებით საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოყოფენ

გამოცდების ეროვნული ზენტრი ავრცელებს, ინფორმაციას რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყოფა. 

დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი ასეთია:

მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;

მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;

მეტრო „ვარკეთილიდან“ N117 საჯარო სკოლამდე;

მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;

მეტრო „დიდუბიდან“ N147 საჯარო სკოლამდე.

მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის.  საგამოცდო სექტორები აღჭურვილია გაგრილების სისტემით. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.