ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო დეპარტამენტთან ერთად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საზღვარზე გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა. მათი ინფორმაციით, ამოღებულია 517 გრამი ძვირფასი ლითონი , რომლის ღირებულება 41 ათას ლარს აღემატება.
უწყების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ძვირფასეულობა დანაშაულში მხილებულმა პირებმა საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტი “სარფი”-ს გავლით შემოიტანეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.