„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. კვლევის თანახმად, 30 პროცენტს კი მიაჩნია, რომ არ იცვლება, გამოკითხულთა მხოლოდ 18 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და CRRC–საქართველომ კვევლა ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. 2,131 ადამიანთა, შერჩევის საფუძველზე ინტერვიუ პირისპირ შედგა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.
პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ამ წუთებში იმართება.