საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად სიონის ტაძარში ხალხმრავლობაა

რამდენიმე საათის წინ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ხელისუფლებამ აკრძალა დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა. მიუხედავად ამისა სიონის ტაძარში ამ წუთებში ათეულობით ადამიანი წირვას ესწრება. ამის ამსახველ ფოტო მასალას ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე აქვეყნებს.