საგარეჯოში 67 წლის მამაკაცმა 71 წლის მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

საგარეჯოში 67 წლის მამაკაცმა  71 წლის მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს 20 წლის წინ გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.