საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რომ ზურაბიშვილმა აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე უარი მიიღო

საგარეო საქმეთა სამინისტრო  უარყოფს ფაქტს რომ  საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე უარი მიიღო.უწყების თანახმად, პრეზიდენტის ვიზიტზე დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მუშაობა და თარიღებზე საუბარი ნაადრევია.  კურიერის” ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან უარი მოუვიდა.

სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 31 იანვარს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა მანამდე სურდა, სანამ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდებოდა. ზურაბიშვილის განაცხადებით, ამ თხოვნით მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა მიმართვა გაგზავნილი. გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს აშშ-ში ვიზიტზე უარი უთხრეს.

„არის შეტანილი თხოვნა ვაშინგტონში, რომ სამუშაო ვიზიტი გაიმართოს, რამდენად ეცლება ჩემთვის ვერ გეტყვით“, – ასე ციტირებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს.