საირმეში ახალგაზრდა ქალი მესამე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში უბედური შემთხვევა მოხდა. 32 წლის ქალი სასტუმროს შენობის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალი ამ სასტუმროში მუშაობდა. მომხდარის მიზეზები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.