საჯარო პირებს შორის ყველაზე მაღალი დადებითი რეიტინგი კვლავ დავით ბაქრაძეს აქვს-IRI

საჯარო პირებს შორის ყველაზე მაღალი დადებითი რეიტინგი კვლავ დავით ბაქრაძეს აქვს.

IRI-ის კვლევების მიხედვით, ევროპული საქართველოს დეპუტატს დადებითად მოსახლეობის 57% ასახელებს, უარყოფითად – 36%.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 55% მიიჩნევს, რომ ბაქრაძე კომპეტენტურია, 15% საპირისპიროს თვლის, ხოლო 22%-ის აზრით, ბაქრაძე არც კომპეტენტურია და არც არაკომპეტენტური.

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-მ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.