“საჯარო სამსახურში დღეს შეიძლება სამი კაცი მუშაობდეს და ასრულებდეს ერთის საქმეს”-აკაკი ზოიძე

საჯარო სამსახურში დღეს შეიძლება სამი კაცი მუშაობდეს და ასრულებდეს ერთის საქმეს,-ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა აკაკი ზოიძემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა, მან სამუშაო ადგილების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურებში შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი.

“სხვა სამუშაო ადგილები არ არის დღეს, სანამ ტემპი არ გაიზრდება კერძო სექტორში სმაუშაო ადგილების გაზრდის,მანამდე ამ ხალხს ვერ გავუშვებთ,საჯარო სამსახურში დღეს შეიძლება სამი კაცი მუშაობდეს და ასრულებდეს ერთის საქმე, მაგრამ ეს ადამიანები რომ გავუშვათ და ერთი ვამუშაოთ, ჩვენი ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა დაკარგავს ელემენტარულ შემოსავალს”-განაცხადა აკაკი ზოიძემ.