საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 55 000-მდე პირველკლასელი სწავლას იწყებს. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძოში – 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.

სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სწავლის პროცესი სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. სწავლის გადადების მიზეზი სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლის დასრულება დათქმულ ვადებში არ მოხდა.