გუშინდელი სათამაშო დღე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ძალიან საინტერესო და ემოციური გამოდგა. მაიამიში ადგილობრივი ”ჰიტი” ფილადელფიას მასპინძლობდა ხოლო დალასში დირკ ნოვიცკის ”მავერიქსი” ფენიქსს ხვდებოდა.
მაიამის სუპერვარსკვლავის კარიერის ბოლო მატჩის შესახებ ყველამ იცოდა, რადგან მან რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ ეს სეზონი მისთვის ბოლო იქნებოდა. მას მატჩის დაწყებამდე კლუბმა გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის. ვიდეოში ნაჩვენები იყო მისი ყველა გამორჩეული მომენტი და მისი ურთიერთობა თანაგუნდელებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან.
{{VIDEO}}
უეიდმა ბოლო მატჩი ძალიან კარგად ჩაატარა: 34 წუთი, 30 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება. მაიამიმ აღნიშნული მატჩი 23 ქულის სხვაობით 122-99 მოიგო.
წარმოგიდგენთ მატჩის საუკეთესო მომენტებს:
{{VIDEO}}
რაც შეეხება დირკ ნოვიცკის, იგი ხუმრობით ხშირად ამბობდა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი არ იქნებოდა და კიდევ ერთი სეზონის ჩატარებას გეგმავდა. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, თამაშის დასრულების შემდეგ მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კარიერას ასრულებდა.
{{VIDEO}}
როგორც უეიდს, მასაც მიუძღვნა საკუთარმა გუნდმა ვიდეო, სადაც მისი კარიერის საუკეთესო მომენტები იყო ნაჩვენები და მადლობა გადაუხადეს ყელაფრისათვის. უეიდის მსგავსად კარგი მატჩი ქონდა გერმანელსაც, ნოვიცკის ანგარიშზე 30 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.
დირკ ნოვიცკის უკანასკნელ მატჩს დაესწრნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: ლარი ბერდი, შონ კემპი, ჩარლზ ბარკლი და სკოტი პიპენი.
ამ მატჩში ასევე გამოირჩა ფენიქსის ვეტერანი ჯამალ კროუფორდი, რომელიც ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა NBA-ის ისტორიაში, რომელმაც 50 ქულა ჩააგდო და ამ შედეგით მან ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაასწრო. მატჩი დალასის გამარჯვებით დასრულდა 120-109.
წარმოგიდგენთ მატჩის საუკეთესო მომენტებს:
{{VIDEO}}