“სახალხო კონტროლი”- ეთერში ბრუნდება

პოპულარული სატელევიზიო გადაცემა „სახალხო კონტროლი“, სატელევიზიო სივრცეში ბრუნდება. გადაცემა  ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ყოველ ხუთშაბათს გადიოდა და არხის იძულებითი დახურვის შემდეგ შეჩერდა.
ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში თავად მადონა კოიძე ავრცელებს. ფოტოებიდან ირკვევა რომ გადაღებები უკვე დაწყებულია.