რუსთავი2–ის ყოფილი წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქ გვერდზე ყოფილ მეგობარს, ნინო შუბლაძეს პასუხობს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება. ინფორმაცია, რომ შუბლაძის კანდიდატურა განიხილება გუშინ რუსთავი2–ის დირექტორმა, პაატა სალიამაც დაადასტურა იმ პრესკონფერენციაზე, რომელზეც საინფორმაცის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე და არხის სამი წამყვანი – კვესიტაძე, გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი სამსახურიდან გაათავისუფლა. რუსთავი ორიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გუშინ რამდენჯერმე ახსენეს ნინო შუბლაძე, რომლის მისვლა მათი თქმით არხზე მიუღებელია. ნიკა გვარამიამ კი ნინო შუბლაძეს მედიაზონდერი უწოდა, რომელიც წარსულში ძველი ხელისუფლების ინტერესებს ატარებდა მედიაში, ამჟამად კი ახალი ხელისუფლების. ნინო შუბლაძემ კოლეგებს დღეს უპასუხა და
მათ სახედაკარგულები უწოდა.
მოგვიანებით კი შუბლაძეს ნანუკა ჟორჟოლიანმა გასცა პასუხი:
“მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა.
წლები რომ თანაცხოვრობ ადამიანებთან, მეგობრობ, ახლობლობ, დღესასწაულებს ერთად ატარებთ. გარდა იმისა რომ მათ პიარს აკეთებ, და უცებ, 2012 წელს ფერს ისე იცვლი რომ იგივე ჟანრში ცხოვრობას იწყებ ახალ ხელისუფლებასთან. ივიწყებ ყველას ვისთანაც გიმეგობრია, უფრო მეტიც, ტელეფონზე არ პასუხობ შენს მეგობარს რომელსაც სუსი პარავს თანამშრომლებს და არ პასუხობ იმიტომ რომ ვერ უტეხავ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ამის გამჟღავნება არ სურს. სახის დაკარგვაა მეგობრის ასეთ განსაცდელში დატოვება და სახის დაკარგვაა მეგობრისთვის კურიერის აბუნტება. (დეტალებს არ დავწერ)
სახის დაკარგვაა მეგობარს რომ გიჭერენ და პროცესზე არ მიდიხარ, ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს.
სახის დაკარგვაა 7 წელი ჯერ ნაცების პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების.
სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში.
სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.
და გულის დაკარგვაა, როცა შენი მეგობრების სამარცხვინოდ გაყრის შემდეგ სალია მიდის ნიუსრუმში და ამბობს რომ მზად ხარ მიხვიდე თუ გუნდი მიგიღებს.
ბუმერანგია, რომ გუნდი მიღებაზე უარს ამბობს.
p.s. მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავდე სტატუსი, რომ არ დავინდობდი არავის, ვინც ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კრემლის მხარეს დადგებოდა. ვინც ბოლომდე გაარუსებდა არხს, რომელიც პროდასავლურ ღირებულებებზე, ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა შექმნეს.
მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა მივიდეს არხზე მოუწევს ნანგრევებში მისვლა.
ყველამ და ღირსეულებმა, ბიძინას ტელევიზიაში მუშაობაზე უარი თქვეს.
ჩვენი ფილმი დასრულებულია.
გიტოვებთ მოსფილმს.“ – წერს ჟორჟოლიანი.