მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრს ანა დოლიძეს იმის გამო აკრიტიკებს რომ ის იუსტიციის საბჭოს სხდომას არ დაესწრო. სხდომაზე სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიდნენ კენჭს.
„ის საკითხი, რომლის გამო გადავდეთ და შესვენება გამოვაცხადეთ, იყო ამ არაკომპეტენტური ანა დოლიძის მიერ დაყენებული. ეს საკითხი დასვა თვითონ და პასუხი არ აინტერესებს. გესმით რა ხდება? მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ მთავარია, კითხვა დასვა და წავიდა, ამდენად აინტერესებს ეს საკითხი,” – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
საბჭოს სხდომას ასევე არ ესწრება არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. უცნობია, რა მიზეზით არ ესწრება სხდომას ანა დოლიძე. სწორედ ამის გამო, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან ის კრიტიკის ობიექტი გახდა.