თბილისის საკრებულოს წევრი, ილია ჯიშკარიანი კვლავ საავადმყოფოში იმყოფება. მისს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,თუმცა ექიმების განცხადებით დეპუტატის კლინიკიდან გაწერა ამ ეტაპზე არ იგემება.
ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით პარასკევს, გვიან ღამით გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.
ჯიშკარიანი მაშინაც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის მერე კი სამედიცინო დაწესებულება დატოვა.














