საკულტო კინოროლები, რომელთა შესრულება თავიდან არავის უნდოდა

ზოგჯერ მსახიობები ნანობენ, რომ ამა თუ იმ როლს არ დათანხმდნენ და ამაზე ღიად საუბრობენ. თუმცა არის ფილმები, რომლებში მონაწილეობაზეც პრაქტიკულად ყველა უარს ამბობდა. რეჟოსორები იძულებულნი გახდნენ დამწყები მსახიობები, ნაკლებად პოპულარული მსახიობები ან ისინი გადაეღოთ, ვინც ერთი შეხედვით ამ როლს საერთოდ არ შეეფერებოდა. რა გამოვიდა საბოლოოდ ასეთი ექსპერიმენტებიდან, ქვევით გიამბობთ:

ვივიანი ფილმ “ლამაზმანში“

მეძავი ქალის, ვივიანის როლზე კასტინგი უარების ყველაზე გრძელი ისტორიაა, რომელიც კი ნებისმიერ რეჟისორს ოდესმე მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ჰარი მარშალს უკვე გადაღებული ქონდა წარმატებული ფილმი “ბორტს მიღმა“ გოლდი ჰოუნის და კურტ რასელის მონაწილეობით. მას ამ როლის შესრულებაზე ყველა უარს ეუბნებოდა. თავად რეჟისორი ამ როლში ვივიან კარენ ალენის გადაღებაზე ოცნებობდა, თუმცა ქალმა მაშინვე უარი უთხრა. შემდეგ როლი მოლი რინგუოლდს და მეგ რაიანს შესთავაზა, თუმცა ორივემ თქვა, რომ არ უნდათ მეძავის როლის თამაში. ვაინონა რაიდერი და ჯენიფერ კონელი თანახმანი იყვნენ, თუმცა ამ როლისთვის მეტისმეტად ახალგაზრდები. დაიანა ლეინი თავიდან დათანხმდა და ცნობილი წითელი კაბაც მოიზომა, მაგრამ შემდეგ უარი თქვა და განაცხადა, რომ გადაღებების გრაფიკი არ აწყობდა. მიშელ პფაიფერმა თავიდანვე გულახდილად განაცხადა, რომ სცენარი არ მოსწონდა. დერილ ჰანამ კი თქვა, რომ სცენარი აღმაშფოთებლად სექსისტური იყო და ქალებს შეურაცხყოფდა.


ისტორიას დეტალები არ შემორჩა, მაგრამ ცნობილია, რომ რეჟისორს უარი უთხრეს ჯენიფერ ჯეისონ ლიმ, კიმ ბეისინგერმა, მელანი გრიფიტმა და შერონ სტოუნმაც.

როცა ჰარი მარშალმა სრულიად ახალგაზრდა, 21 წლის ჯულია რობერტსი იპოვნა, რომელიც როლს იდეალურად შეეფერებოდა, უარი უკვე სტუდია Disney–მ თქვა. კომპანიის აზრით სრულიად უცნობი მსახიობი რამდენიმე ეპიზოდური როლით მთავარ როლს ვერ შეასრულებდა. თუმცა რადგან არავინ თანხმებოდა, რობერტსი კი მოითხოვდა ან როლზე სასწრაფოდ აეყვანათ, ანდა სხვა სტუდიასთან გააფორმებდა კონტრაქტს, სტუდიის ხელმძღვანელებს მეტი აღარაფერი დარჩენოდათ და მას როლი მისცეს. სწორედ ამ როლმა აქცია ვარსკვლავად ჯულია რობერტსი, სტუდიას კი წარმოუდგენლად დიდი მოგება მოუტანა.


ჯეკ დოუსონის როლი ფილმ ტიტანიკში

ვინაიდან ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯეკ დოუსენი 17 წლის არის, ჯეიმს ქემერონს არც ისე დიდი არჩევანი ქონდა. თავიდან ის მაინც ცდილობდა პროექტში ვარსკვლავები მიეზიდა და როლი მეთიუ მაკ კონახის, კრისტიან ბეილის, კრის ო დონელს და ტომ კრუზს შესთავაზა. ამ უკანასკნელს პირდაპირ უარი არ უთქვამს, მაგრამ იმდენად დიდი ჰონორარი მოითხოვა, რომ ფილმის ბიუჯეტი მას ვერ გაწვდებოდა. მაკ კონაჰმა კი კემერონის წერილს, რომლითაც მან მსახიობს კასტინგზე მისვლა და გასაუბრება სთხოვა, უბრალოდ იგნორირება გაუკეთა რეჟისორის თხოვნას. მხოლოდ ამის შემდეგ მიაქცია ქემერონმა ყურადღება ლეონარდო დი კაპრიოს.

სხვათა შორის, როლზე თავიდან მანაც უარი თქვა. ჯეკ დოუსონი ლეოს ფილმოგრაფიაში არანაირად არ ჯდებოდა: არც ბუნტისთავი იყო, არც რთული მოზარდი, არც ფსიქიურად დაავადებული გმირი. ლეომ თქვა, რომ როლი არ აინტერესებდა. საპასუხოდ მისმა აგენტმა უამბო ზღაპარი, რომ ქემერონს ამ როლზე მის გარდა სხვა ვერავინ წარმოედგინა. მოგვიანებით, როცა გაიგო რომ სინამდვილეში სხვაგვარად იყო, კასტინგებზე და გადაღებებზე ისე საშინლად იქცეოდა, რომ რეჟისორმა მისი გაგდებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ბოლოს ლეო მოჭკვიანდა და რეჟისორიც მიხვდა: სწორედ ის იყო ამ როლისთვის დაბადებული!

ნეო ფილმ “მატრიცადან“

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თავიდან ნეოს როლში უილ სმიტის გადაღება იგეგმებოდა. თუმცა მან “მატრიცას„ ფილმში “ველური, ველური დასავლეთი“ მონაწილეობა ამჯობინა, რომელიც საბოლოოდ გაქირავებაში ჩავარდა და ხუთი ანტიპრემია მიიღო ყველაზე ცუდი ფილმის ნომინაციაში.

უილ სმიტის რომანის ჩემდეგ პროექტის ავტორებმა ფილმში მოპნაწილეობა იუენ მაკ გრეგორს, ლეონარდო დი კაპრიოს და ტომ კრუზს შესთავაზეს. საბედნიეროდ ორივემ უარი თქვა და მსოფლიოს შესაძლებლობა მიეცა კიანუ რივზი აღმოეჩინა: მატრიცის გადაღებიდან 20 წელი გავიდა და კიანუ რივზი კვლავ პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არცერთ ნამდვილ საკულტო ფილმში არ უთამაშია.

კლარისა სტარლინგი ფილმში “კრავთა დუმილი“

ამ ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის შესარჩევად კასტინგი ძალიან რთული გამოდგა: თავად ჰანიბალ ლექტერის როლის თამაშზეც ყველა უარს ამბობდა. როლზე უარი თქვეს: შონ კონერიმ, ჯეკ ნიკოლსონმა, რობერტ დიუვალმა, ჯერემი აირონსმა და ბრაიან კოქსმა. ენტონი ჰოპკინსი კი არც დაფიქრებულა და შედეგად მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოსკარიც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟი ეკრანზე ძალიან მცირე დროით ჩანს. მისი პარტნიორის მოძებნას კი ფილმისთვის დიდხანს ვერ ახერხებდნენ. ფილმის რეჟისორი ჯონათან დემი ამ როლში მიშელ ფაიფერის ან მეგ რაიანის გადაღებაზე ოცნებობდა, თუმცა ორივემ უარი თქვა, რადგან ფილმი მეტისმეტად სასტიკად და სისხლიანად ჩათვალეს. მაშინ ჯონათანი იძულებული გახდა არჩევანი ჯოდი ფოსტერზე შეეჩერებინა.