“მგონია, რომ უნდა გავაუქმოთ გამოცდები, სალაპარაკო რომ არ გახდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
„გამოცდის საკითხზე არის რეკომენდაცია, თუმცა აპრიორი არ მოითხოვს ვენეციის კომისია გამოცდის ამოღებას. იქ არის გარკვეული ტექნიკური საკითხი. წერია ერთი მხრივ, რომ უნდა იყოს შერჩეული გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი და იქვე წერია გამოცდა. არის რეკომენდაცია, რომ ან ერთი უნდა ეწეროს ან მეორე. აპრიორი არ მოითხოვს გამოცდების ამოღებას. ამაზე გვექნება ხვალ მსჯელობა. მიუხედავად იმის, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მაინც მგონია, რომ უნდა ამოვიღოთ, რათა არ გახდეს სალაპარაკო ეს ყველაფერი“ – განაცხადა პარლემენტის თავმჯდომარემ.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა.
მასში წარმოდგენილ რეკომენდაციებს შორის, ერთ-ერთი სწორედ გამოცდების გაუქმებას ეხება.