საკვირაო წირვას სამების ტაძარში პატრიარქი აღავლენს

საკვირაო წირვას სამების ტაძარში პატრიარქი აღავლენს. როგორც მისი პირადი ექიმი აცხადებს, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ხვალ სამებაში მისვლას გეგმავს.

სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ ეს პატრიარქის პირველი საკვირაო ლოცვა იქნება. ილია მეორე სავარაუდოდ, ქადაგებისას, ბოლო დროის ხმაურიან განცხადებებსა და სინოდის გადაწყვეტილებებზეც ისაუბრებს.