ეს სიახლე კარგად მიიღო პირველ რიგში რუსთავი2 ის გუნდმა, ანუ “ იმ ადამიანებმა, რომლებიც ბოლომდე ერთგული არიან ამ არხის და ამ ადამიანების რიცხვი არის ძალიან დიდი, დაახლოებით 800 თანამშრომელი. მე მათ წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ ჭირდება დამატებითი წარდგენა. მას იცნობს მთელი საქართველო. ის არის ერთერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით და კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას და იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან წნეხის გამო დაეტოვებინა საქართველო.“ – განაცხადა სალიამ.
ის ამბობს, რომ ირაკლი იმნაიშვილთან მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა და მფლობელის სურვილია იმნაიშვილი სათავეში ჩაუდგეს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ ფროდაქშენის მიმართულებესაც როგორც აღმასრულებელი დირექტორი. მოლაპარაკებები ჯერ საბოლოოდ არ დასრულებულა, თუმცა როგორც სალია ამბობს იმნაიშვილის მისვლამ არხზე თანაშრომლებს ძალიან დიდი იმედი მისცა, რომ “ტელეკომპანია ხელახლა შეიქმნება, აღორძინდება, გაძლიერდება და ისევ იქნება ნომერ პირველი არხი.“
“მადლობა ირაკლის, რომ დღეს აქ არის და გახდება გუნდის წევრი. მადლობა გუნდს იმ მიღებისთვის, როგორც მიიღეს ირაკლი.“– აცხადებს სალია.
ირაკლი იმნაიშვილი კი ამბობს, რომ რუსთავი2–დან წასული ჟურნალისტების ნაწილს უნდა არხზე დაბრუნება, თუმცა ემოციური ზეწოლის გამო ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.
იმნაიშვილის თქმით ამჟამად არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების ფინალურ სტადიაზე არიან. და მისი ამოცანაა შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო ხელშეკრულება, რეგლამენტი, კონტრაქტი საინფორმაციო სამსახურსა და მფლობელებს შორის რაც საშუალებას მისცემს ჟურნალისტებს დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი დამოუკიდებლობა.
“რუსავი2 იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია მაგრამ გამარჯვების შემდეგ ხალხსაც და მფლობელებსაც ეს ტელევიზია წაართვეს–“ აცხადებს იმნაიშვილი.