{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მუშაობა დაიწყო. მან ჟურნალისტებს რამდენიმე გადაწყვეტილება გააცნო. მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ლაშა ჟვანია და ის უკვე დანიშნულია ოფიციალურად. ასევე დაინიშნა საპარლამენტო მდივანი და ის დიმიტრი გაბუნია იქნება. რაც შეეხება პრესსამსახურს, ნათია პავლიაშვილი, რომელიც ზურაბიშვილთან წლებია, მუშაობს, პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ზურაბიშვილი ამბობს, რომ პიარის მიმართულება გაძლიერდება.
ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითვებს არ უპასუხა და თქვა, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ე.წ. “ოფ ზე რიქორდ” (ჩაწერის გარეშე) შეხვედრებს გეგმავს. ახალმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ჟურნალისტებისთვის ე.წ. ჩემი პრესკლუბის რეჟიმში აპირებს ურთიერთობას და მის მოწყობას სასახლეში გეგმავს:”როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მქონდა”,განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ზურაბიშვილის გუნდს, პრეზიდენტის თქმით, ძირითადი ბირთვის შესახებ სავარაუდოდ, მედიისთვის ორშაბათს გახდება ცნობილი.