{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარი გუნდის წევრების სიას ჟურნალისტებს მომავალ კვირაში გააცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მომავალმა გუნდის წევრმა ლაშა ჟვანიამ ათონელის რეზიდენციის შენობასთან განუცხადა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
“კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან – მომავალი კვირის დასაწყისში ან ორშაბათს, პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდი შესახებ, ჯერ რამდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე მისი პოზიციაა, რომ ყველას შეთავაზება ექნება, 6 თვე იმუშაონ ერთად. თუ გაამართლებს კონკრეტული ადამიანი, ალბათ ჩემი ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტთან მუშაობას გააგრძელებს”, განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ლაშა ჟვანიამ, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ათონელზე მდებარე სასახლეში სამუშაოები დასრულებული არ არის მხოლოდ საპრეზიდენტო ფლიგელში; ადმინისტრაციული ფლიგელი უკვე გარემონტებულია და არ გამორიცხა, რომ 2-3 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სწორედ სასახლის ადმინისტრაციულ ნაწილში იმუშაოს.