საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ზურაბიშვილის თქმით, ღონისძიებას მოქმედი პრეზიდენტიც არის მიწვეული.
“უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება ინაუგურაციას. ინაუგურაციაზე მოწვეული იქნება გიორგი მარგველაშვილიც,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ინაუგურაციაზე მიწვეულნი იქნებიან უცხოური დელეგაციებიც.
“ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება. მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.