სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილმა ილია მეორესთან ბოლო პერიოდში, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების შედეგები განიხილა.

პრესსამსახურის ინფორმაციაში წერია, რომ “შეხვედრაზე აღინიშნა ქართულ დიასპორასა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრების მნიშვნელობა, ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მაღალი ნდობა და ამ ნდობის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის გამოყენების საჭიროება.ხაზი გაესვა ქართველოლოგიის, როგორც მეცნიერების მიმართულების გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობას.“

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო
ესწრებოდნენ.