„სალომე ზურაბიშვილი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას,“ -აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ინფორმაციას ამის შესახებ კი “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილი ქალაქგარეთ შვილებთან ერთად იყო გასული.
„პრეზიდენტი, თავის შვილებთან ერთად, ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია,“ – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ისვენებს.ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა