“მოვუწოდებთ CBS-ს და შოუს სცენარისტებს, პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.
ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს და მოითხოვს, რომ გასწორდეს ამერიკული სერიალის, „საზღვაო პოლიცია ახალი ორლეანის“ ახალი ეპიზოდი ეპიზოდის შეცდომა, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთის პროვინციად არის მოხსენიებული.
ზურაბიშვილი სცენარში არსებულ შეცდომას უპასუხისმგებლობას უწოდებს.