{{ARTICLEIMAGE}}საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევას საკუთარ ინიციატივად ასახელებს.
“თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი”, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციის ჩატარების ადგილად თელავის არჩევასთან დაკავშირებით.
“ჩემთვის ერთი ქალაქი განიხილებოდა მხოლოდ. რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება იყო თელავი. ეს იმიტომ, რომ მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდნენ, რეგიონების გარეშე არ იქნება საქართველოს განვითარება და ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი რატომაც თელავზე არჩევანი გავაკეთე არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების, ვინც ხმა არ მომცეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 48,81 % აიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 51,51 %.