საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოელ ტურისტებს თბილისის ზღვის მონახულებას ურჩევს. ამის შესახებ ზურაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ. მან თბილისის ზღვის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით #spend4seasonsinGeorgia და ტურისტებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა.