სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის მგზავრების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ის ,,ტვიტერზე” წერს, რომ ენითაღუწერელ ტრაგედიაში გარდაცვლილთა ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას იზიარებს.

,,სიტყვები ვერ აღწერს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კატასტროფას. ენითაღუწერელი ტრაგედიაა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და მეგობრების მწუხარებას”, – წერია ზურაბიშვილის განცხადებაში.

ირანში დღეს უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ- 737 თეირანის აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა, 180 მგზავრი. მათგან 11-დან 15-მდე ადამიანი უკრაინის, 71 ირანის, 73 კანადის, გერმანიის 4 , დიდი ბრიტანეთის 3 , შვედეთს 8 და ავღანეთის 6 მოქალაქე იყო.