სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა-კარასინი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთის შესახებ ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, ქვეყნის მეთაური თავს ასეთი გამოთქმების უფლებას არ უნდა აძლევდეს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟენევაში  მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ.

„„ჩვენ პირდაპირ არ განვიხილავს თბილისში არსებული ვითარება, თუმცა ვთქვით, რომ დემონსტრაციებზე რადიკალების უპასუხისმგებლო განცხადებებს განწყობაზე გავლენა აქვს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელსაც ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, დემონსტრანტების შეძახილები- ყველაფერი ტელევიზიით აჩვენეს, ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩენილა..სახელმწიფოს მეთაური არ უნდა აძლევდეს თავს ასეთი გამოთქმების უფლებას მეზობელი სახელმწიფოების ორმხრივ ურთიერთობებში.  ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და სიტყვები სათანადოდ შევარჩიოთ

მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა.ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ოქტომბერში მორიგ შეხვედრაზე შევთანხმდით“, – განაცხადა კარასინმა.