საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად 2 ნარკორეალიზატორიც შეიწყალა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათი იფნორმაციით, ერთ-ერთი 25 წლის სანდრო არდაზიშვილია, მეორე კი 34 წლის თეა ბედინაძე. არდაზიშვილს პატიმრობა 2019 წლის მაისში შეუფარდეს. მან ციხეში მხოლოდ 3 თვე გაატარა.
1994 წელს დაბადებული მსჯავდებული , რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით , რაც არის გასაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაული და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .