სალომე ზურაბიშვილმა PACE-ში ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია

ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეაში კითხვებზე პასუხის გაცემისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია.

“რაც შეეხება, მათ შორის პირველ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტ ივანიშვილის განცხადებებს ეხებოდა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი საქართველოში, მათ შორის მეც, მუდამ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის წნეხის ქვეშ ვარ იმის გამო, თუ რა ვთქვი ან არ ვთქვი”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი PACE-ში სიტყვით გამოვიდა.