სამოქალაქო აქტივისტი, თაკო კაკაბაძე ფეისბუქზე სალომე ზურაბიშვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ძველ თბილისში, რეზო გაბრიაძის თეატრთან გაბრიაძის კაფეშია გადაღებული. ფოტოზე საქართველოს პრეზიდენტი ჩანს მენიუთი ხელში. კაკაბაძე წერს, რომ პრეზიდენტი აქტივისტების მისვლამდე გაიპარა კაფედან:
“ვაპირებდი სახლში გასვლას, დასვენებას და ჰოპ, სალობიე ზურაბიშვილმა თავი ამოყო კაფე გაბრიაძეში. ფოტოზე მენიუს ათვალიერებს. 15 წუთში მოვედით და გაპარული დაგვხვდა. დღესაც მშიერია პრეზიდენტი. ცოტა ხანში დაცვა მოვიდა და სტუმრებიც გააპარა. Salome Zourabichvili გლოვოთი რომ ისარგებლო?“ –წერს თაკო კაკაბაძე და ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელზეც ჩანს როგორ ტოვებს კაფეს მიმდებარე ტერიტორიას თეთრი ფერის მანქანა.