სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე შეერთებულ შტატებში 4 დღით მიემგზავრებიან. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ქალებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს. მათი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ისინი ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დეტალურ ანგარიშს ჩააბარებენ.
“პოლიტიკური კრიზისი ვხედავთ, რომ ყოველდღიურად მძიმდება, ბიძინა ივანიშვილი არ იჩენს შესაბამის პოლიტიკურ ნებას, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავემგზავროთ აშშ-ში. ჩვენი გზავნილები იქნებიან ის გზავნილები, რომლებიც მოდიან იმ ადამიანებიდან, პარლამენტთან რომ დგანან და პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ისინი ყველაფერს, გააკეთებენ ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი მომავლისათვის.
“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი მომავლისთვის, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ვიქნებით ყველა ფრონტზე, როგორც საშინაო ისე საგარეო და მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ დავანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული და თავისუფალი მომავლისთვის” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.