ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი მასზე გავრცელებულ ხმებს, რომ ის ავად გახდა და კორონავიურის დაუდასტურდა , უარყოფს და სოციალურ ქსელში წერს:
„ვიღაცა უნამუსო ავრცელებს ხმებს, რომ მე ავად გავხდი და მინდა გკითხო, ვინც არ უნდა იყო, ადამიანობა და ნამუსი საერთოდ გაქვს?! სამარცხვინო ხარ, ვინც არ უნდა იყო და აუცილებლად დაისჯები, რომ გავიგებ ვინ ხარ!ჯანმრთელი ვარ, როგორც არასდროს და ყველა ოჯახის წევრი, ვინც ჩემთან ერთად ბერლინში იმყოფება, არის სრულიად ჯანმრთელი!ცოტა გონზე მოდით ტელევიზიებიც! რაღაც ტყუილებს ნუ ავრცელებთ და პანიკას ნუ თესავთ!, – წერს რაჭველიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.