სამართალდამცავებმა ჰომოფობიურ და ანტისაოკუპაციო აქციებს შორის კორდონი გააკეთეს

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.

სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე კორდონი გააკეთეს, რითაც ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდება.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით სამართალდამცავია განთავსებული. ასევე გამზირზე განლაგებულია ე.წ. ყვითელი ავტობუსები.

როგორც ცნობილია, პარლამენტთან კვლავ იგეგმება ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა, რომლის მონაწილეებიც საკანონმდებლო ორგანოსთან პუშკინის სკვერიდან მსვლელობით მისვლას აპირებენ, პარალელურად კი პარლამენტთან დილიდან განთავსებული არიან ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები.