“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი 2-თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.
ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, – აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.














