„112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი იყო ძაღლი და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ძაღლის დასახმარებლად, უწყების განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების ჯგუფი გავიდა.
მაშველებმა მოტონავის საშუალებით ძაღლი წყლიდან ამოიყვანეს.
ძაღლი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.