სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამეგრელოში, ჭალადიდთან ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ხეს.

გარდაცვლილია მძღოლის დისშვილი. დაშავებულთა შორის არის 2 წლის ბავშვიც.მგზავრები, მრავლობოთი მოტეხილობებით, ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.