სამეგრელოში მოზარდი მდინარეში დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში მეცხრე კლასელი მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭს ცურვის დროს სავარაუდოდ გული გაუსკდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს