სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს, – ინფორმაცია გამგებლის გადადდგომის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაადასტურა.
„კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი ყველანაირი თვალსაზრისით, ის სამწუხაროდ, ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში, ამისგან ვერავის შევზღუდავ. გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“,- განაცხადა კალაძემ.
როგორც კახა გულედანმა აღნიშნა, თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს, მიზეზად კი სამუშაო ადგილის ცვლილებას ასახელებს.