სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ოქრუაშვილი, ქიბარ ხალვაშის დოკუმენტთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.
როგორც დასკვნაში წერია, დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.
„ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია, არ ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ“- ვკითხულობთ დოკუმენტში.
გარდა ამისა, ქართველ სპეციალისტებს გერმანელი კოლეგების დასკვნაში ეჭვი შეაქვთ. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა.
მისი მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა. კომპანიის დღევანდელი მფლობელი, ქიბარ ხალვაში ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.
18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.