“სამხედრო სამსახურის მიზანმიმართულ თავის არიდებაზე „გირჩის“ მცდელობა უპასუხისმგებლო მოქმედებაა ” – სესიაშვილი

ჩვენ არ ვართ ძალა, რომელიც უზრდელი და თავხედი პოლიტიკოსების ქმედებებზე ან განცხადებებზე რეაგირებას ახდენს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „გირჩის“ ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოვემსახუროთ, მეორე მხრივ ახალგაზრდებს მაქსიმალურად მოვუხსნათ დისკომფორტი. „გირჩის“ ასეთი მიდგომა და მცდელობა, რომ გვერდის ავლით და მოტყუებით, კანონის გარკვეული ხარვეზების გამოყენებით, მიზანმიმართულად წავიდნენ სამხედრო სამსახურის თავის არიდებისკენ, არის უპასუხისმგებლო მოქმედება, მაგრამ მეც არ გავურბივარ იმ პრობლემატიკას, რომელიც არის გაწვევის სისტემაში, წვევამდელების ყოფნა ზოგიერთ უწყებაში გამართლებული არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

ამავე თემაზე :

ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას-ღარიბაშვილი „გირჩზე“

„გირჩი“ ღარიბაშვილს პასუხობს: შენ და მეორე ირაკლიმ გადაა***თ ერთმანეთს

“ჯარი განსაცდელშია!“ – უგულავა ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობაზე

“ღარიბაშვილი კუნთებს ათამაშებს და “ბლატაობს” – ბიბლიური თავისუფლება