„სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ“-მიხეილ სააკაშვილმა სამედინიცო შემოწმება გაიარა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში სამხედრო სამსახურისთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა.  სააკაშვილმა ამის შესახებ  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  დაწერა.

„გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში. ჯანმრთელობა შესანიშნავია, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ, ასე რომ, მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა. ძალიან სასიამოვნო და გულისხმიერი სამედიცინო პერსონალია, რომელიც მუშაობს ძალიან ცუდ პირობებში. საჭიროა სამხედრო კომისარიატებისა და მათი თანამშრომლებისთვის დაფინანსების მკვეთრად გაზრდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.