სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შედეგად  კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა  საერთო რაოდენობამ კი 26-ს მიაღწია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში  ქვეყანაში კორონავირუსის 476 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4 200-ს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სულ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების 3 057 შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირებულია 89 ათასზე მეტი, გამოჯანმრთელდა კი 45 ათასზე მეტი პაციენტი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.